ივანე მაჭავარიანი გერმანიის ელჩს ჰუბერტ კნირშს შეხვდა



24 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და გამოთქვა იმედი, რომ მისი ელჩობის პერიოდში საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

მხარეებმა ძირითადად ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით ხორციელდება.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და ახალ დონეზე გადასვლას.

ჰუბერტ კნირშმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარეებმა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა