2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 4 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0390 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 4 ნოემბერს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 500 მილიონი ლარის დეპოზიტს.