2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 5 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 250 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0690 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 4 ნოემბერს.