2020 წლის 8 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N51 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 8 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 117 577 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.090%, მაქსიმალური 8.140%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.119%.