2020 წლის 22 დეკემბერს სახელმიწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.
2020 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე, პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.
აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.