2020 წლის 22 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N52 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 157 250 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.130%, მაქსიმალური 8.220%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.197%.