2021 წლის 26 იანვარს გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0330 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 27 იანვარს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 600 მილიონი ლარის დეპოზიტს.