2021 წლის 26 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N2 აუქციონზე გაიყიდა 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 89 500 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.050%, მაქსიმალური 8.120%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.112%.