2021 წლის 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N6 აუქციონზე გაიყიდა 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. აუქციონზე მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 83 500 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.950%, მაქსიმალური 8.065%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.020%.