2021 წლის 2 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 65 530 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.900%, მაქსიმალური 8.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.987%.