2021 წლის 13 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N13 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 62 285 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.430%, მაქსიმალური 8.490%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455%.