პოლონეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ განახლებულ შეთანხმებას მოეწერა ხელი



საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას. 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა (Mariusz Maszkiewicz) 

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და პოლონეთს შორის აქამდე მოქმედ, 2006 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას. 

ახალ დოკუმენტში შევიდა რამდენიმე ცვლილება, მათ შორის, დივიდენდის, პროცენტის და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები შემცირდა და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ის ოდენობით. ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოებს შორის მოქმედი ძველი შეთანხმების რუსულენოვანი ტექსტი, რომელსაც გააჩნდა უპირატესი ძალა, შეიცვალა ინგლისურენოვანი ტექსტით.  

ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 04აგვისტო დღე თვე წელი
2021 03.08 01.08 01.01
  03.08 03.08
ნაშთი დასაწყისი : 948.61 004.7 2 311.4
შემოსულობები : 37.794.610 348.4
მ.შ გადასახადები :36.089.46 107.7
გადასახდელები : 28.6141.611 702.1
ნაშთი ბოლოს : 957.7 957.7957.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2021 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა