ფინანსთა სამინისტრომ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა



საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს ვალის პორტფელის გაჯანსაღებასა და ფისკალურ კონსოლიდაციას.

სტრატეგია უზრუნველყოფს მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გამჭვირვალობას და აღნიშნული მიმართულებით ინვესტორების, კრედიტორების, სარეიტინგო სააგენტოებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას.

Covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის ვალის მართვა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მთავრობის ვალის მართვის ახალი სტრატეგიული მიმართულებები. ესენია:

• მთავრობის წმინდა ვალის მშპ-სთან ფარდობის შემცირება;
• მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის ზრდა;
• საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა;
• მთავრობის ვალის პორტფელის ხარჯისა და რისკის ოპტიმიზაცია;
• მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი ორიენტირებულია აღნიშნულ ხუთ მიმართულებაზე და მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, თითოეული მიმართულებით განსაზღვრავს მიზნობრივ მაჩვენებლებს და ადგენს მათი მიღწევის გეგმას.

• მთავრობის წმინდა ვალის მშპ-სთან ფარდობის შემცირების მიმართულებით, ფინანსთა სამინისტრომ ვალის მშპ-სთან ფარდობის უსაფრთხო დონედ განსაზღვრა 40%. 2020 წლის ბოლოს არსებული 55.4%-დან 2025 წლისთვის სტრატეგია მიზნად ისახავს მაჩვენებლის 47%-მდე შემცირებას. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელსვე ხდება ვალის მშპ-სთან ფარდობის 60 პროცენტიდან 53 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე შემცირება. ასევე, 2023 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი ჩამოსცდება მშპ-ის 3 პროცენტს. შესაბამისად, ვალის მშპ-სთან ფარდობა შეინარჩუნებს შემცირების ტენდენციას და 2025 წლის ბოლოსთვის ის მიაღწევს 48.5 პროცენტს.

• მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის ზრდა მნიშვნელოვანია მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის შენარჩუნებისთვის, რაც თავის მხრივ, ქვეყნის კრედიტუნარიანობას და შესაბამისად, სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული მიმართულებით, ვალის მართვის სტრატეგიაში მიზნობრივ მაჩვენებლებად განისაზღვრა 2025 წლისთვის: ა) უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მშპ-სთან ფარდობის 35 პროცენტამდე შემცირება; ბ) მთლიანი ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის 72 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე შემცირება.

• საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდისთვის - უკვე მომავალი წლიდან საინვესტიციო სესხების აღება მოხდება მხოლოდ დიდი და კომპლექსური პროექტებისთვის. სახელმწიფო საწარმოებზე გადასესხება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გამოხატავს კორპორატიზაციის რეფორმირებისადმი მზაობას. სრულად კორპორატიზებული საწარმოებისათვის მთავრობა შეწყვეტს გადასესხების პრაქტიკას. რაც შეეხება პროგრამულ სესხებს, 2022 წლიდან სესხის აღება მოხდება მხოლოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული რეფორმებისათვის.

• მთავრობის ვალის პორტფელის ხარჯისა და რისკის ოპტიმიზაციისთვის - დოკუმენტში განსაზღვრულია ლიმიტები, როგორც საგარეო სესხების, ასევე, მთლიანი პორტფელის ტექნიკურ მაჩვენებლებზე.

• მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის, მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიული მიზნებია: ბაზრის ლიკვიდობის, ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციის, ფასიანი ქაღალდების მიწოდების, გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის ზრდა.

აღნიშნული დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. პროექტის გამოქვეყნება ხაზს უსვამს სამინისტროს მზადყოფნას, გაითვალისწინოს, როგორც კერძო სექტორის, ასევე, სხვა ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნა/კომენტარი.

ორკვირიანი საჯარო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი წარედგინება მთავრობას და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა