ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2021 წელს 100%-იანი შესრულება გვაქვს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც



2021 წელს 100%-იანი შესრულება გვაქვს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 19 მილიარდ 799 მილიონ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 22 მილიარდ 260 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მისი თქმით, გასულ წელს, მნიშვნელოვანი თანხები მიიმართა ინფრასტრუქტურის მიმართულებით - ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2021 წელს, ჯამში, 4 მილიარდ 768 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც მშპ-ს 8,1%-ია. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 9%-ზეა დაგეგმილი, რაც ისტორიული მაქსიმუმია კაპიტალური ხარჯებისა ქვეყანაში.

„რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს - ჯამში, მიიმართა მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა მილიარდ 188 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მოსახლეობის სოციალური დახმარებების კუთხით მიიმართა - 410 მილიონ ლარამდე, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით - 335 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, საშემოსავლო და ქონების გადასახადში დაწესებული შეღავათების ეფექტი 250 მილიონ ლარზე მეტი იყო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გასულ, 2021 წელს ქვეყანამ მიაღწია ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და სრულად დაფინანსდა ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ხარჯები. ასევე, თანხები მიიმართა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად და ამავდროულად, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტიც და მთავრობის ვალიც.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

24აპრილი დღე თვე წელი
2024 23.04 01.04 01.01
  23.04 23.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 109.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 60.4
1 663.17 979.5
მ.შ გადასახადები :65.0
1 458.76 671.1
გადასახდელები : 117.51 750.8
7 504.5
ნაშთი ბოლოს : 2 052.3 2 052.32 052.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა