ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. 2008 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ამგვარ შეთანხმებათა ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. კერძოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა მიღებული ან რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.

 

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 47 ქვეყანასთან.


შვედეთი

  • რატიფიცირებული შეთანხმებები:
    პორტუგალია
  • პარაფირებული შეთანხმებები:
    კვიპროსი, ლიბანი, ომანი, ლიხტენშტაინი, ისლანდია;

შეთანხმების პირობები

ქვეყანა მუდმივი დაწესებულება დივიდენდები პროცენტები (1) როიალტი
ავსტრიის რესპუბლიკა(2) 6 თვე 0% / 5% /10% 0% 0%
აზერბაიჯანის რესპუბლიკა 6 თვე 10% 10% 10%
არაბთა გაერთიანებული საემიროები  6 თვე 0% 0% 0%
ბელგიის სამეფო 9 თვე 5% / 15% 10 % 5% / 10% (3)
ბულგარეთის რესპუბლიკა 9 თვე 10% 10% 10%
გაერთიანებული სამეფო 12 თვე 0% / 15% (7) 0% 0%
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 6 თვე 0% / 5% /10% (6) 0% 0%
დანიის სამეფო 6 თვე 0% / 5% / 10% (2) 0% 0%
ესპანეთის სამეფო 6 თვე 0% / 10% 0% 0%
ესტონეთის რესპუბლიკა 9 თვე 0% 0% 0%
თურქეთის რესპუბლიკა 12 თვე 10% 10% 10%
თურქმენეთი 6 თვე 10% 10% 10%
ინდოეთის რესპუბლიკა 90 დღე 10% 10% 10%
ისრაელის სახელმწიფო 9 თვე 5% 15% 0%
ირანის ისლამური რესპუბლიკა 12 თვე 5% / 10% 10% 5%
იტალიის რესპუბლიკა 6 თვე 5% / 10% 0% 0%
ირლანდია 6 თვე 0% / 5% /10% 0% 0%
კატარის სახელმწიფო 6 თვე 0% 0% 0%
ლიტვის რესპუბლიკა 9 თვე 5% / 15% 10% 10%
ლატვიის რესპუბლიკა 6 თვე 5% 5% 10%
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო 6 თვე 0% / 5% /10% 0% 0%
მალტა 6 თვე 0% 0% 0%
ნიდერლანდების სამეფო 6 თვე 0% / 5% / 15% (2) 0% 0%
პოლონეთის რესპუბლიკა 6 თვე 10% 10% 10%
რუმინეთი 9 თვე 8% 10% 5%
საბერძნეთის რესპუბლიკა 9 თვე 8% 8% 5%
საფრანგეთის რესპუბლიკა 6 თვე 0% / 5% / 10% 0% (5) 0%
სლოვენიის რესპუბლიკა 6 თვე 5% 5% 5%
სინგაპურის რესპუბლიკა 6 თვე 0% 0% 0%
სომხეთის რესპუბლიკა 6 თვე 5% / 10% 10% 5%
უზბეკეთის რესპუბლიკა 6 თვე 5% / 15% 10% 10%
უკრაინა 12 თვე 5% / 10% 10% 10%
უნგრეთი 12 თვე 0% / 5% 0% 0%
ფინეთის რესპუბლიკა 6 თვე 0% / 5% / 10% (2) 0% 0%
ყაზახეთის რესპუბლიკა 6 თვე 15% 10% 10%
შვეიცარიის კონფედერაცია 6 თვე 10% 0% 0%
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 6 თვე 0% / 5% / 10% (2) 10% 5%
ჩეხეთის რესპუბლიკა 6 თვე 5% / 10% 8% 0% / 5% / 10% (4)
სლოვაკეთის რესპუბლიკა 6 თვე 0% 5% 5%
ბაჰრეინის სამეფო 6 თვე 0% 0% 0%
ნორვეგიის სამეფო 6 თვე 5/10% 0% 0%
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა 6/183 დღე 10% 10% 10%
სერბეთის რესპუბლიკა 9 თვე 5%/10% 10% 10%
სან მარინოს რესპუბლიკა 6 თვე 0% 0% 0%
ქუვეითი სახელმწიფო 6 თვე 0%/5% 0% 10%
ხორვატიის რესპუბლიკა 9 თვე 5% 5% 5%
შვედეთის სამეფო 12 თვე 0%/10% 0% 0%
 

საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი

გლობალური ფორუმის ძირითადი მიზანია წევრ სახელმწიფოებში საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა. ამჟამად გლობალური ფორუმის წევრია 122 სახელმწიფო, მათ შორის G-20-ის და OECD-ის ყველა ქვეყანა. აღნიშნულ ბმულზე იხილეთ ინფორმაცია გლობალური ფორუმის წევრი სახელმწიფოების შესახებ http://www.oecd.org/tax/transparency/membersoftheglobalforum.htm

საქართველო საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი გახდა 2011 წლის 11 აპრილს. http://eoi-tax.org/jurisdictions/GE#default

2013-2014 წლებში გლობალური ფორუმის ექსპერტების მიერ აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შესწავლა, რომლის საფუძველზე 2014 წლის 4 აგვისტოს გლობალური ფორუმის (OECD) მიერ გამოქვეყნდა ანგარიში და აღიარებულ იქნა, რომ საგადასახადო გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება გლობალური ფორუმის (OECD) მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. http://www.oecd.org/newsroom/global-forum-releases-new-compliance-ratings-on-tax-transparency-for-10-jurisdictions.htm

დამატებითი ინფორმაცია გლობალური ფორუმის და გლობალური ფორუმის მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ საქართველოზე იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://eoi-tax.org/jurisdictions/GE#latest

2014 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია შეფასების მეორე ფაზის დაწყება, რომლითაც შეფასდება საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის საქართველოში არსებული პრაქტიკა.

 

საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარება

2011 წლის 1 ივნისს საქართველო მიუერთდა OECD-ისა და ევროპის საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ 1988 წლის “საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ” კონვენციას, რომლის ძირითადი მიზანია საგადასახადო სფეროში გადასახადების თავიდან არიდებისა და გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით კონვენციის წევრი სახელმწიფოებს შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა. ამჟამად კონვენციის წევრია 67 სახელმწიფო, მათ შორის OECD -ის და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები და განვითარებული ფინანსური ცენტრები. დამატებითი ინფორმაცია კონვენციის წევრი სახელმწიფოების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.oecd.org/tax/exchange-of-tax-information/Status_of_convention.pdf

“საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ” კონვენცია.

ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარება

აღნიშნული კონვენციის საფუძველზე საქართველოს მიერ შემუშავდა “საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ” ორმხრივი შეთანხმების პროექტი.

საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლა

2002 წლის “საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ” სამოდელო შეთანხმების საფუძველზე საქართველომ შეიმუშავა „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ” ორმხრივი შეთანხმების პროექტი.

ხელმოწერილი შეთანხმებები:

საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარება

ამჟამად „საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება ძალაშია 16 სახელმწიფოსთან. აღნიშნული შეთანხმებების ტექსტი ძირითადად ეფუძნება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის 2004 წლის სამოდელო შეთანხმებას, რომლის ძირითადი მიზანია საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთანამშრომლობა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა.

ინფორმაცია ძალაში შესული შეთანხმებების შესახებ: