ინფორმაციის განახლების თარიღი: 28 დეკემბერი 2016




აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act (FATCA)*

 

2010 წლის 18 მარტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act (FATCA).



2015 წლის 10 ივლისს გაფორმდა „შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ (შემდგომში „შეთანხმება“). ხოლო შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 2015 წლის 18 სექტემბერს.

FATCA ავალდებულებს ფინანსურ ინსტიტუტებს მიაწოდონ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) შეთანხმებით განსაზღვრული „ამერიკის შეერთებული შტატების პირები“-ს შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ ფინანსურ ანგარიშებს.

შეთანხმება



შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეთანხმებით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა წარადგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურში ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურში შემდგომი წარდგენის მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2016 წლის 30 სექტემბრისა.

ინფორმაცია უნდა წარადგინოს აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრულმა საქართველოს ყველა ფინანსურმა ინსტიტუტმა (მათ შორის და არა მხოლოდ, საქართველოს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო კომპანია).

იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოახდინონ ინფორმაციის მიწოდება, საჭიროა ფინანსურმა ინსტიტუტებმა გაიარონ რეგისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე - http://www.irs.gov/Businesses/Corporations/FATCA-Foreign-Financial-Institution-Registration-Tool.

ინფორმაციის წარდგენა დარეგისტრირებული საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ უნდა განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით (ვებ-პორტალზე http://www.rs.ge ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ფინანსური ინტიტუტების მთავარ გვერდზე არსებულ ჩანართზე - FATCA. ფაილის ატვირთვის ინსტრუქცია განახლებული 18.09.2015 ) ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით (ბმული). მიზანშეწონილია, ინფორმაციის მიწოდება სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორცილდეს მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 24:00 საათამდე. 2016 წლის 30 სექტემბრისათვის წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს 2015 წლის პერიოდს და მისი შინაარსი განსაზღვრულია შეთანხმების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის a, b, c, d, e, f, g ქვეპუნქტებით, გარდა e (2) ქვეპუნქტისა.

საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსაც არ გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიში (მაგალითად, საქართველოს კომერციული ბანკი რომელსაც არ ჰყავს შეთანხმებით განსაზღვრული „ამერიკის შეერთებული შტატების პირები“) არ ეკისრება FATCA-ს მიზნებისათვის ანგარიშგების ვალდებულება.

2016 წლის 30 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება (Competent Authority Agreements), რომელიც ითვალისწინებს „საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის(FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებაში მოცემული რეგულაციების განხორციელებისა და პროცედურული საკითხების უფრო დეტალურად განსაზღვრას.

 შეთანხმება

FATCA - სთან დაკავშირებით ინფორმაცია ხშირად დასმული კითხვების ფორმატით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - http://www.irs.gov/Businesses/Corporations/FATCAFAQs.

 

რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე -
http://www.irs.gov/pub/irs-pdf/p5118.pdf.

 

რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ხშირად დასმული კითხვების ფორმატით, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე -http://www.irs.gov/Businesses/Corporations/FAQsFATCARegistrationSystem.

ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე - fatca.itsupport@rs.ge, ხოლო შეთანხმებიდან გამომდინარე სხვა საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე - fatca@mof.ge.

2015 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების პროცესში, ფინანსური ინსტიტუტების მიერ გენერირებულ XML- ფაილის სტრუქტურაში ფიქსირდება საერთო ტიპის შეცდომა კერძოდ:

DocRefID - ტეგის შევსება ხორციელდება ხარვეზით

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ

https://www.irs.gov/businesses/corporations/fatca-xml-schemas-best-practices-for-form-8966-docrefid

https://www.irs.gov/businesses/corporations/fatca-ides-technical-faqs#StructureC12


*
აღნიშნული ინფორმაცია არ არის იურიდიული ძალის მატარებელი და სარეკომენდაციო ხასიათისაა. შეთანხმების მოთხოვნების დაცვის მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა იხელმძღვანელონ „შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ გაფორმებული, ზემოაღნიშნული საერთაშორისო შეთანხმებით

 


ყურადღება:


გაცნობებთ, რომ ა.შ.შ-ს კომპეტენტური ორგანოს თხოვნით 2014 წლის ანგარიშებზე ინფორმაცია (XML - ფაილი) ა.შ.შ-ს შემოსავლების სამსახურს საქართველოს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიმდინარე წელს გადაეგზავნა ხელმეორედ. ამასთან, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მხრიდან სისტემატიურად ხორციელდება/ხორციელდებოდა ფინანსური ინსტიტუტების მიერ ვადის დარღვევით წარმოდგენილი 2015 წლის ანგარიშების გადაგზავნა ა.შ.შ-ს შემოსავლების სამსახურში. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი 2 წელი წარმოადგენდა გარდამავალ პერიოდს, ა.შ.შ-ს შემოსავლების სამსახური მხედველობაში იღებს ფინანსური ინსტიტუტების მცდელობებს თუნდაც დაგვიანებით წარადგინონ ანგარიში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშების ა.შ.შ-ის შემოსავლების სამსახურისთვის გადაგზავნის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, ხოლო შემდგომი წლიდან ინფორმაციის დაგვიანებულად/არასწორად წარმოდგენამ შეიძლება გამოიწვიოს შეთანხმებით გათვალისწინებული „შეუსაბამობის“ (non-compliance) დადგენა და თანმდევი შედეგები.


<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა