ფინანსთა სამინისტროს აკადემია ზრუნავს წარმატებული სერტიფიცირებული მსმენელების დასაქმებასა და კარიერის განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კარიერის განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, სადაც გეძლევათ შესაძლებლობა მოიძიოთ თქვენთვის სასურველი სამსახური, გაიაროთ სტაჟირების პროგრამები და დაგეგმოთ წარმატებული კარიერა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით ხორციელდება. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის გთხოვთ იხილოთ აკადემიის ვებ-გვერდი www.mofacademy.ge.
ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე – (032) 2261026
განაცხადების მიღება იწარმოებს 2012 წლის 23 მარტიდან – 5 აპრილის ჩათვლით.
წარმატებებს გისურვებთ!