საგადასახადო პოლიტიკა და ადმინისტრირება
ახალი საგადასახადო კოდექსი
მარტივი, ნათელი და არაორაზროვანი საგადასახადო კანონმდებლობა წარმოადგენს გადამხდელის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის გარანტსა და გადამხდელზე დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულების აუცილებელ წინაპირობას. შესაბამისად, 2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საგადასახადო კოდექსი და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები.
სანდო მომსახურება
გადამხდელისათვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად დაინერგა და ამოქმედდა მრავალმხრივი ელექტრონული სერვისები. გადამხდელისათვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა ინფრასტრუქტურის განახლება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სამართლიანი ადმინისტრირება
სამართლიანი ადმინისტრირების უზრუნველყოფის მიზნით ხორცილდება რეფორმები იმისათვის, რომ საგადასახადო ორგანო იყოს გადამხდელისათვის პარტნიორი და ბიზნესმენი საგადასახადო ადმინისტრირებაში არ ხედავდეს საკუთარი დანაზოგის დაბანდების რისკს.
საჯაროობა
საჯაროობა, ტრანსფარენტულობა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლება საგადასახადო სისტემის გამართული ფუნქციონირების ქვაკუთხედია. სამართლიანი, მარტივი და სანდო ადმინისტრირების შესაქმნელად მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გადამხდელების ჩართულობა მიმდინარე რეფორმების განხორცილებისას.