ბიუჯეტის მიმოხილვა წლების მიხედვით
ეს სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პროგრამის ,,ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის” განვრცობას და პრიორიტეტების შემდგომ დაზუსტებას უკვე მიღწეული პროგრესისა და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით...
|
ბიუჯეტი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ;
|
 |
| |
|
სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;
|
| |
 |
|
|
ბიუჯეტის შემოსულობები - იმ სახსრების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად;
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებია:
ა) შემოსავლები, მათ შორის:
ა.ა) გადასახადები;
ა.ბ) გრანტები;
ა.გ) სხვა შემოსავლები;
ბ) არაფინანსური აქტივები; (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები; (ფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);
დ) ვალდებულებები; (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვაზე მიმართული სახსრები).
|
ბიუჯეტის გადასახდელები – ბიუჯეტის ანგარიშებიდან გასაცემი ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა;
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებია:
ა) ხარჯები, მათ შორის:
ა.ა) შრომის ანაზღაურება;
ა.ბ) საქონელი და მომსახურება;
ა.გ) სუბსიდიები;
ა.დ) პროცენტი;
ა.ე) გრანტები;
ა.ვ) სოციალური უზრუნველყოფა;
ა.ზ) სხვა ხარჯები;
ბ) არაფინანსური აქტივები; (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები; (ფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);
დ) ვალდებულებები; (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვაზე მიმართული სახსრები).
|
|
|