საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი


გლობალური ფორუმის ძირითადი მიზანია წევრ სახელმწიფოებში საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა. თავდაპირველად  მასში გაწევრიანებული იყვნენ OECD-ს ქვეყნები და იურისდიქციები,  საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის დანერგვის მიზნით. 2009 წელს, დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე, იმისათვის, რომ უფრო გააქტიურებულიყო სტანდარტის დანერგვის პროცესი, გადაწყდა გლობალური ფორუმის გარდაქმნა კონსენსუსზე დამყარებულ ორგანიზაციად, რომელშიც ყველა წევრი მიიღებდა მონაწილეობას თანასწორუფლებიან საფუძველზე. შედეგად მასში გასაწევრიანებლად OECD-ს და დიდი ოცეულის ყველა ქვეყანასთან ერთად მიწვეულ იქნა არაწევრი იურისდიქციებიც. 

საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის სწრაფ დანერგვას  გლობალური ფორუმი უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფის მიერ იურისდიქციათა შეფასების გზით. 

ამჟამად გლობალური ფორუმის წევრია 171-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის G-20-ის და OECD-ის წევრი ყველა ქვეყანა. 

დეტალური ინფორმაცია გლობალ ფორუმის წევრების შესახებ იხილეთ OECD-ის შემდეგ ბმულზე:

http://www.oecd.org/tax/transparency/about-the-global-forum/members/


საქართველო და გლობალური ფორუმი

საქართველო საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი გახდა 2011 წლის 11 აპრილს.

2014 წლიდან საქართველო, 29 ქვეყანასთან ერთად არჩეულ იქნა გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის წევრად (PEER REVIEW GROUP (PRG)). აღნიშნული ჯგუფი მუშაობს საგადასახადო გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის დახვეწაზე და გლობალური ფორუმის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებაზე.

2024 წელს საქართველო არჩეულ იქნა ექსპერტთა შეფასების და მონიტორინგის ჯგუფის (PRMG) წევრად, ორწლიანი ვადით, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საგადასახადო გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვის მონიტორინგს.


საქართველოს შეფასება მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით

2024 წლის 27 მარტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ, გამოქვეყნდა საქართველოს იურისდიქციის შეფასების ანგარიში და საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში საქართველოს რეიტინგი: largely compliant მიენიჭა.

 საქართველოს შეფასების პროცესი, მეორე რაუნდის ფარგლებში, OECD-ის მიერ 2023 წლის 10 მარტს დაიწყო და სამწლიანი პერიოდის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ შეფასებება განხორციელდა 10 ელემენტის მიხედვით: A.1 საკუთრებისა და ვინაობის შესახებ ინფორმაციის არსებობა; A.2. საბუღალტრო ინფორმაციის არსებობა; A.3 საბანკო ინფორმაციის არსებობა; B.1 ინფორმაციაზე წვდომა; B.2 უფლებები და გარანტიები; C.1 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) მექანიზმები; C.2 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების ქსელი; C.3 კონფიდენციალობა; C.4 უფლებები და გარანტიები და C.5 გაცემული პასუხების ხარისხი და ვადები და ამ 10 ელემენტიდან 8-ში საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი - “compliant”.

საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალურმა ფორუმმა 2009 წლიდან დაიწყო მუშაობა მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით იურისდიქციების შეფასებაზე. შეფასების პირველი რაუნდი განხორციელდა 2010 წლის მეთოდოლოგიის საფუძველზე.


საქართველოს შეფასების ანგარიში მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ იხილეთ OECD-ის ბმულზე:

http://www.oecd.org/content/dam/oecd/en/publications/reports/2024/03/global-forum-on-transparency-and-exchange-of-information-for-tax-purposes-georgia-2024-second-round_70ea4512/40424254-en.pdf



<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა