ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2025 წლის 5 აგვისტოს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0290 პროცენტით.

აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 6 აგვისტოს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 400 მილონი ლარის დეპოზიტს.

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები