„2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 ნოემბრის N438 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 771 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 ნოემბრის N438 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის 260-ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 260  დავიდოვი რიჩი მაქსი  ფილტრიანი სიგარეტი  Davidoff Reach Max იმპორტირებული  4.51  

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია, დაინტერესებული მხარის მიერ მისთვის ბრძანების ოფიციალურად გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7).

ივანე მაჭავარიანი



მინისტრი