თორმეტი თვის ბიუჯეტის შესრულება

თარიღი: 04-იანვარი-2008

საქართველოს 2007 წლის იანვარ-დეკემბრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლისა და გრანტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 948.7 მლნ ლარით, მობილიზებულ იქნა 6 031.1 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.4%, რაც 36.1%-ით აღემატება 2006 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.

აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 08-იანვარი-2008

2007 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში შემოსულია 3 770 განაცხადი. ამ განაცხადების საფუძველზე სულ რეალიზებულია 471 776 443 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 184 115 443.24 ლარი. (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში მობილიზებულია 132 079 671.13 ლარი).

ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 10-იანვარი-2008

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2007 წელს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 362486320 ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 67300710 ლარით ანუ 23%-ით მეტია.(2006 წელს იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულმა თანხამ შეადგინა 295185610 ლარი).

მომსახურების ახალი სტანდარტი გადამხდელისთვის

თარიღი: 11-იანვარი-2008

თბილისი, გულუას ქუჩა №4 ამ მისამართზე მუშაობს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახდაო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს 2 ახალი ცენტრი

საგარეო ვალი მცირდება

თარიღი: 15-იანვარი-2008

2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 1 790,049 ათასი დოლარია. 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის საგარეო ვალი შეადგენდა 1 697,484 ათას დოლარს, 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1, 734,885 ათას დოლარს.

სათამაშო ბიზნესის სფეროში 2007 წელს მიღებული შემოსავლები

თარიღი: 17-იანვარი-2008

2007 წელს სათამაშო ბიზნესის სფეროში 930 ნებართვა გაიცა. მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ შეადგინა 18 210 000 ლარი. (2006 წლის პერიოდში ბიუჯეტში მობილიზებულია 15 963 000 ლარი).

2007 წლის დეკემბერში ბიუჯეტმა შემოსავლის სახით ნახევარი მილიარდი ლარი მიიღო

თარიღი: 18-იანვარი-2008

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის უმთავრესი მიღწევის - ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზების დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება.

მეწარმეთათვის დასაბრუნებელი თანხა

თარიღი: 25-იანვარი-2008

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2007 წლის დეკემბრის თვეში განხილულია განხილულია 91 საჩივარი, საპრეტენზიო თანხამ შეადგინა 40078987 ლარი.

დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის შედეგები

თარიღი: 28-იანვარი-2008

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2007 წლის პერიოდში სულ განხილულია 488 საჩივარი, საპრეტენზიო თანხამ 202.897.679 ლარი შეადგინა. მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 119 საჩივარი, რომლის ოდენობა 29.517.025 ათას ლარს შეადგენს.

მთავრობა მოსახლეობის მხარდასაჭერად

თარიღი: 30-იანვარი-2008

პრეზიდენტის ინიციატივის შესაბამისად, თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის შემოსავლების გაზრდისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, ასევე, კერძო სექტორის საინვესტიციო რესურსების სტიმულირებისათვის 2008 წლის 1-ლი იანვრიდან მთავრობამ აამოქმედა მნიშვნელოვანი ინიციატივა საგადასახადო განაკვეთების შემდგომი შემცირების მიმართულებით, რაც პირველ რიგში - ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადის 25%-იანი დაბეგვრის რეჟიმის შემოღებას ეხება.