მეწარმეთათვის დასაბრუნებელი თანხა
თარიღი:
30-ოქტომბერი-2007
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, მიმდინარე წლის სექტემბერში განხილულია 43 საჩივარი.
„სადახლო“-ს გახსნა
თარიღი:
25-ოქტომბერი-2007
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში, აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანას კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი შეემატა.
BTC Co-ს მიერ გამოყოფილი გრანტი
თარიღი:
23-ოქტომბერი-2007
საქართველოსა და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას” შორის „საქართველოსთვის საგრანტო პროგრამის შექმნის შესახებ” განახლებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სავალუტო ანგარიშზე გრანტის სახით ჩაირიცხა BTC Co- ს მიერ გამოყოფილი 4 მლნ აშშ დოლარი.
BTC Co-სა და SCP Co-ს გრანტი გზების რეაბილიტაციისთვის
თარიღი:
22-ოქტომბერი-2007
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სავალუტო ანგარიშზე მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს „სახელმწიფო მნიშვნელობის ზოგიერთი გზის რეაბილიტაციის შესახებ” საქართველოს მთავრობასა და BTC Co-ს და SCP Co-ს (მილსადენის კომპანიები) შორის, 2007 წლის 19 ივლისს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, გრანტის სახით ჩაირიცხა 2 500 000 (თოთოეულმა კომპანიამ 1 250 000 დოლარი) დოლარის ოდენობის 2007 წლის მეორე ტრანში.
IMF-ის და WB-ის ყოველწლიური შეხვედრა ვაშინგტონში
თარიღი:
19-ოქტომბერი-2007
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა ბაინდურაშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ალექსი ალექსიშვილი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში, რომლებიც ვაშინგტონში მიმდინარე წლის 20-22 ოქტომბერს გაიმართება.
PRSOIII-ის თანმდევი ჰოლანდიური გრანტი ჩაირიცხა
თარიღი:
19-ოქტომბერი-2007
მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის ხელმოწერილი „სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მესამე ღონისძიების” (PRSO III)-ის თანმდევი 2 499 900 ოდენობის ჰოლანდიური გრანტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერას და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და რეფორმების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ქართულ-გერმანული თანამშრომლობა
თარიღი:
18-ოქტომბერი-2007
მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს და მიიღეს დადგენილებები 24 ივლისს, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” გაფორმებული შეთანხმებების რატიფიცირების თაობაზე, რომელიც საქართველოსთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით, დამატებითი რესურსების გამოყოფას ითვალისწინებს.
ცვლილებები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში
თარიღი:
17-ოქტომბერი-2007
სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებამ უკვე მესამედ განაპირობა „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელება.
ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
15-ოქტომბერი-2007
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2007 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 251815831 ლარი.
სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავალი
თარიღი:
11-ოქტომბერი-2007
2007 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში სათამაშო ბიზნესის სფეროში გაიცა 169 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შევიდა 1 502 000 ლარი.
სტაჟირება ცხინვალის რეგიონში
თარიღი:
10-ოქტომბერი-2007
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს სტაჟირების კანდიდატთა საბუთების მიღებას ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის.
საგარეო ვალი 30 სექტემბრის მდგომარეობით
თარიღი:
09-ოქტომბერი-2007
მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 1 778,858 ათასი დოლარია.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი
თარიღი:
08-ოქტომბერი-2007
2007 წლის იანვარ-სექტემბრის თვის მაჩვენებლით სულ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი 3 352.0 მლნ ლარს შეადგენს.
საკადრო ცვლილებები ფინანსთა სამინისტროში
თარიღი:
08-ოქტომბერი-2007
საკადრო ცვლილებების შედეგად, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. ფინანსთა მინისტრის, ნიკა გილაურის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა ამ თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გობეჯიშვილი დაამტკიცა.
ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულება
თარიღი:
05-ოქტომბერი-2007
საქართველოს 2007 წლის იანვარ-სექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლისა და გრანტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 823.2 მლნ ლარით, წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 75.4%. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 4 106.7 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 107.4%, რაც 31.7%-ით აღემატება 2006 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.
აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი
თარიღი:
04-ოქტომბერი-2007
2007 წლის იანვარ-სექტემბრის თვეში აქციზური მარკების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შემოსულია 2 476 განაცხადი.
ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავალი
თარიღი:
01-ოქტომბერი-2007
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2007 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 218667551 ლარი.