ტრეინინგი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის
თარიღი:
02-ოქტომბერი-2008
29 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიის “გარდამავალი ინსტიტუციონალური ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის მიმდინარეობს ტრეინინგი თემაზე „ტრანსსასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კურსი“.
80 მლნ აშშ დოლარი საქართველოს მხარდასაჭერად
თარიღი:
03-ოქტომბერი-2008
აგვისტოში, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის და ოკუპაციის შემდეგ, მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დონორი, რომელმაც ომის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის საფინანსო სისტემა კვლავ სტაბილურად ვითარდება
თარიღი:
03-ოქტომბერი-2008
დასრულდა პირველი თვე აგვისტოს აგრესიის შემდეგ და ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობასთან ერთად თანამიმდევრულად განაგრძობს იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების, ეკონომიკური ზრდის ტემპისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის, ასევე მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის.
DFID-ს გრანტი საქართველოს
თარიღი:
06-ოქტომბერი-2008
2008 წლის 1 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტმა (DFID) „მრავალმხრივი ვალის შემსუბუქების პროგრამის ფარგლებში” ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სავალუტო ანგარიშზე გრანტის სახით ჩარიცხა 747000 აშშ დოლარის ოდენობის მეორე ტრანში.
სტაჟირების მორიგი ეტაპი ფინანსთა სამინისტროში
თარიღი:
08-ოქტომბერი-2008
ფინანსთა სამინისტრო ახალი კადრების მოსაზიდად, სტაჟიორთა შერჩევის მორიგ ეტაპს ახორციელებს.
საბაჟო სექტორში რეფორმები წარმატებით ხორციელდება
თარიღი:
09-ოქტომბერი-2008
საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მომსახურების გაუმჯობესებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, რომელთაგან ერთ-ერთი, საბაჟო კონტროლის ზონებიდან ე.წ. საბაჟო ბროკერების გამოყვანას ითვალისწინებდა. რეფორმის ფარგლებში, დღეს ქვეყნის საბაჟო მუშაობს ე.წ.რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, რომლის ამოქმედებით, შემცირებულია ადმინისტრაციული ბარიერები, ბიზნეს-სექტორისათვის გამარტივებულია საბაჟო გაფორმების პროცედურები
„იაფი სესხის” პროგრამა ეფექტურად მუშაობს
თარიღი:
10-ოქტომბერი-2008
„იაფი სესხის” სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა გოცირიძე მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში არსებული შპს „ალიონი-21”-ს მაგალითზე გაეცნენ. საწარმომ მოდერნიზაციისათვის „იაფი სესხის” პროგრამით რამდენიმე თვის წინ 511 ათასი ლარი აიღო და ამჟამად, შპს ამიერკავკასიაში ერთადერთია, რომელიც ავეჯისათვის ლამინირებულ მასალას ამზადებს.
ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
თარიღი:
13-ოქტომბერი-2008
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, შეერთებულ შტატებში იმართება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური.
საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოსთვის
თარიღი:
15-ოქტომბერი-2008
გლობალური საფინანსო კრიზისის ფონზე, დონორი ორგანიზაციები და მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწვის აუცილებლობაზე თანხმდებიან, რაზეც მიუთითებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგები.
აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
17-ოქტომბერი-2008
2008 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში შევიდა 2333 განაცხადი.
ტრეინინგი თემაზე: „რისკის მართვა“
თარიღი:
20-ოქტომბერი-2008
20 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბერის ჩათვლით სასწავლო პროცესების მართვის სამმართველოს ორგანიზებით, საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიის “გარდამავალი ინსტიტუციონალური ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის დაგეგმილია ტრეინინგი „რისკის მართვა“.
ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
23-ოქტომბერი-2008
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-სექტემბერის პერიოდში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 306586419 ლარი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე
54245768 ლარით ანუ 21%-ით მეტია.
ატესტაციის მორიგი ეტაპი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
თარიღი:
25-ოქტომბერი-2008
მიმდინარე წლის 22-25 ოქტომბერს,ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის დადგენის მიზნით,კანონმდებლობის შესაბამისად,ატესტაციის მორიგი ეტაპი გაიმართა.
შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურ ცენტრში გამართული ატესტაციის შედეგები
თარიღი:
27-ოქტომბერი-2008
ფინანსთა სამინისტროს საატესტაციო კომისიამ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურ ცენტრში 22-25 ოქტომბერს გამართული ატესტაციის შედეგები გამოაქვეყნა.
საჩივრების განხილვის შედეგები იანვარ-სექტემბრის პერიოდში
თარიღი:
28-ოქტომბერი-2008
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში იანვარ-სექტემბრის პერიოდში სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 94 საჩივარი.
საგარეო ვალის ოდენობა 2008 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით
თარიღი:
29-ოქტომბერი-2008
2008 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 2, 324,908 ათასი დოლარია.
სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
31-ოქტომბერი-2008
2008 წლის იანვარ-სექტემბერში სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს მიერ გაიცა 781 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 17 108 000 ლარი