1.35 მლნ ევრო ტუბერკულოზის კონტროლის რეგიონალური პროგრამისათვის
თარიღი:
03-ივნისი-2008
მიმდინარე წლის 3 ივნისს, ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში, პატრიცია ფლორმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (ტუბერკულოზის კონტროლის რეგიონალური პროგრამა II დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიას აგრეთვე დაესწრო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.
ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
09-ივნისი-2008
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 169774444 ლარი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე
48109159 ლარით ანუ 40%-ით მეტია (2007 წლის იანვარ-მაისში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულმა თანხამ შეადგინა 121665285 ლარი).
ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
თარიღი:
18-ივნისი-2008
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებში მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს და დადებით შეფასებებს იმსახურებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევაში „Doing Business”, სადაც ჩვენს ქვეყანას ბიზნესის დაწყების ინდიკატორების მიმართულებით, ბოლო რამდენიმე წელია წამყვანი პოზიციები უკავია.
სახელმწიფო ჯილდოებისათვის გამოყოფილი ასიგნებები
თარიღი:
20-ივნისი-2008
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად, მიმდინარე წლის 3 ივნისის საქართველოს მთავრობის №365 განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 24 800 ლარი
ცვლილებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში
თარიღი:
21-ივნისი-2008
სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებამ წელს უკვე მეორედ განაპირობა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელება.
სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
24-ივნისი-2008
2008 წლის იანვარ-მაისში სათამაშო ბიზნესის სფეროში გაიცა 417 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 14 000 000 ლარი შევიდა
აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
26-ივნისი-2008
2008 წლის იანვარ-მაისის პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შემოსულია 1272 განაცხადი, რომელთა საფუძველზე სულ რეალიზებულია 215 190 885 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 87 910 644.07 ლარი.
იანვარ-მაისის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრი გადაჭარბებით შესრულდა
თარიღი:
27-ივნისი-2008
საქართველოს 2008 წლის იანვარ-მაისის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 645.3 მლნ ლარით, მობილიზებულ იქნა 2 693.98 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102%, რაც 30.3%-ით აღემატება 2007 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.
საგარეო ვალის ოდენობა 2008 წლის 31 მაისის მდგომარეობით
თარიღი:
30-ივნისი-2008
2008 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 2 358,235 ათასი დოლარია.