ფინანსთა მინისტრთან მრჩეველთა საბჭო იმუშავებს
თარიღი:
04-ივნისი-2009
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ფენის აქტიურად ჩართვისთვის, ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის ინიციატივით, სამინისტროში მრჩეველთა საბჭო შეიქმნა სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, დამოუკიდებელი ექსპერტები, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები გაერთიანდნენ ჯგუფს თავმჯდომარეობს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში როი საუთუორტი.
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორთან
თარიღი:
08-ივნისი-2009
მიმდინარე წლის 8 ივნისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესასოციაციებს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის სავაჭრო პალატისა და ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წარმომადგენლებთან, რომელზედაც განიხილეს ფინანსთა სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები. კერძოდ, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებსა და 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები.
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში
თარიღი:
07-ივნისი-2009
მიმდინარე წლის 7 ივნისს, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა, სადაც მინისტრმა დეტალურად ისაუბრა 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების, სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივებისა და ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სტუდენტები ძირითადად დაინტერესდნენ რა სფეროებზე გადანაწილდება გაზრდილი საბიუჯეტო ასიგნებები, რას ითვალისწინებს ფისკალური სტიმულირების გეგმა და როგორია ინვესტიციების შემოსვლის პერსპექტივა ქვეყანაში.
სემინარი ჟურნალისტებისათვის
თარიღი:
06-ივნისი-2009
მიმდინარე წლის 5-6 ივნისს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე, სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, ფისკალური სტიმულირების გეგმაზე იმსჯელეს სემინარზე, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ სპეციალურად ჟურნალისტებისათვის გამართა. სემინარს ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე და საბიუჯეტო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ანტიკრიზისული საბჭოს წევრებთან
თარიღი:
09-ივნისი-2009
მიმდინარე წლის 9 ივნისს ქვეყნის ფისკალურ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფინანსთა მინისტრისგან ანტიკრიზიული საბჭოს წევრებმა მოისმინეს. შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა განიხილეს სამინისტროს მიერ მომზადებული საბიუჯეტო ცვლილებები, საკანონმდებლო ინიციატივები (საბაჟო და საგადასახადო კოდექსებში დაგეგმილი ცვლილებები) აგრეთვე, მთავრობის გადაწყვეტილება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების (სახაზინო ვალდებულებების) გამოშვების თაობაზე და საბანკო სექტორში არსებული ვითარება.
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
თარიღი:
09-ივნისი-2009
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო, ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დააკავეს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრაციული სამმართველოს თანამშრომელი რუბენ გიგანი. მას სამსახურეობრივად ევალებოდა მესტიის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო დაწესებულებების საქმიანობის აღრიცხვა და კონტროლი. აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე მესტიაში რეგისტრაციის გარეშე ფუქნციონირებდა რამდენიმე ათეული მაღაზია, დარეგისტრირებულების დიდ ნაწილს კი არ აღმოაჩნდა სალარო აპარატი, რითაც დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და საფრანგეთის ბიზნესსაბჭო-საქართველოს წარმომადგენლებთან
თარიღი:
10-ივნისი-2009
ფინანსთა მინისტრი განაგრძობს ინდივიდუალურ შეხვედრებს საქართველოში მოქმედ ბიზნესგაერთიანებებთან, რომლებთანაც განიხილება სამინისტროს მიერ მომზადებული საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, საკანონმდებლო ინიციატივები, ქვეყანაში საგარეო თუ შიდა ფაქტორების გათვალისწინებით შექმნილი მაკროეკონომიკური მდგომარეობა.
ფინანსთა მინისტრმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
თარიღი:
10-ივნისი-2009
მიმდინარე წლის 9 ივნისს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ესტონეთის ბინზესფორუმში, სადაც იგი საქართველოს ბიზნეს-გარემოსა და ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის შესახებ სპეციალური პრეზენტაციით წარსდგა.
ფინანსთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
თარიღი:
11-ივნისი-2009
მიმდინარე წლის 11 ივნისს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ეკონომიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს მიერ მომზადებულ საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
ტენდერის შედეგები
თარიღი:
17-ივნისი-2009
მიმდინარე წლის 12 ივნისს ფინანსთა სამინისტროში საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად შექმნილმა სატენდერო კომისიამ სხდომა გამართა, რომელზედაც განიხილეს პრეტენდენტების: შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიისა” და შპს „ტექნოლოგია პლუსის” მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები.
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
თარიღი:
17-ივნისი-2009
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების გაყალბების ფაქტზე დააკავეს შპს „ახალი პირამიდას“ დირექტორი თამარ ჩაჩანიძე, შპს „ავტოგრაფი XXI“–ს დირექტორი ნიკოლოზ წიქარაძე, შპს „ფაეტონი 2003“–ის ხელმძღვანელი ვაჟა აბაშიძე, დავით თომაძე და ვახტანგ ლევიძე.
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
თარიღი:
25-ივნისი-2009
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო – ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დააკავეს ფოთისა და ყულევის პორტების მებაჟეები :