ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ბანკების ასოციაციასთან
თარიღი:
30-ივნისი-2010
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის დეტალებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სექტორის - საბანკო სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ.
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა გერმანულ სახლში
თარიღი:
30-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 30 ივნისს, გერმანულ სახლში ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა შეხვედრა გამართა უცხოურ ბიზნესგაერთიანებებთან.
სახაზინო ვალდებულებების №25 აუქციონის შედეგები
თარიღი:
30-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 30 ივნისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №25 აუქციონი.
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხუთი პიროვნება დააკავა
თარიღი:
29-ივნისი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, იმერეთისა და გურიის რეგიონში ჩატარებული ფართო მასშტაბიანი ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია ხუთი პიროვნება
სამედიცინო აპარატურის იმპორტი დღგ-ით აღარ დაიბეგრება
თარიღი:
29-ივნისი-2010
სამედიცინო აპარატურის იმპორტი დღგ-ით აღარ დაიბეგრება - ეს გადაწყვეტილება მ/წ 29 ივნისს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დავით გაგუას სამშობიარო კლინიკაში სამედიცინო პერსონალს გააცნეს.
ანონსი
თარიღი:
28-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 28 ივნისს 15 საათზე ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი შეხვედრას გამართავს განათლების სამინისტროში. საუბარი შეეხება ახალ საგადასახადო კოდექსს და განათლების სისტემაში დაგებგვის საკითხებს.
კერძო უმაღლეს სასწავლებლებს საგადასახადო შეღავათი შეუნარჩუნდებათ
თარიღი:
28-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 28 ივნისს, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განათლების სამინისტროში შეხვედრა გამართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან, სადაც ფინანსთა მინისტრმა გააჟერა კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტება, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი (კერძო უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები) დღგ-თი აღარ დაიბეგრება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
25-ივნისი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ყალბი საბანკო პლასტიკური ბარათების დამამზადებელთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები: ზურაბ კახეთელიძე, ირაკლი ჯიბლაძე, გოჩა წაქვაძე და ლია წაქვაძე. ეჭვმიტანილი პირები საბანკო პლასტიკური ბარათების მაგნიტურ ზოლში კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ახდენდნენ სხვადასხვა პიროვნებების საბანკო ანგარიშის ნომრების გადატანას, რის შედეგათაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და სხვა არსებული ტერმინალების მეშვეობით ახდენდნენ თანხის განაღდებას.
საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ელექტრონული ხაზინა იმუშავებს
თარიღი:
25-ივნისი-2010
ფინანსთა სამინისტრო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემას ნერგავს. პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 26 ივნისს, 12 საათზე ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში იმართება და მას სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახური და სახაზინო სამსახური წარმოადგენენ.
ბაჰრეინის სამეფოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში
თარიღი:
24-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ბაჰრეინის ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია ბატონი შაიხ ფერას ალ ხალიფას და ბატონი სტიუარტ ჰორლერი. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ,,ბაჰრეინის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების დადება. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს უძღვებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ბატონი გიორგი ყაველაშვილი, ხოლო ბაჰრეინის მხრიდან შეიხ ფერას ალ ხალიფა. მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა შეთანხმების პარაფირება, უახლოს მომავალში იგეგმება შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში
თარიღი:
24-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველოს თანამშრომლები მარი ხურციძე და დავით გამყრელიძე იმყოფებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკაში ,,საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების დადების მიზნით. მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა შეთანხმების პარაფირება და უახლოეს მომავალში იგეგმება შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
სახაზინო ვალდებულებების №24 აუქციონის შედეგები
თარიღი:
23-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №24 აუქციონი.
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ქუვეითის ელჩთან
თარიღი:
23-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 23 ივნისს, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი შეხვდა ქუვეითის სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაჰად ხალიფა ალმეთაირის.
ანონსი
თარიღი:
23-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 24 ივნისს,15 საათზე შედგება ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის პირველი შეხვედრა ავსტრიის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
ანონსი
თარიღი:
21-ივნისი-2010
ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვას. მიმდინარე წლის 22 ივნისს, 14 საათზე, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაესწრება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, რომელზედაც პარლამენტის წევრების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გამართავს ახალი საგადასახადო კოდექსის პრეზენტაციას. სხდომა გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში.
სახაზინო ვალდებულებების №23 აუქციონის შედეგები
თარიღი:
16-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 16 ივნისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №23 აუქციონი.
სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის შეხვედრა ბათუმში
თარიღი:
15-ივნისი-2010
12–13 ივნისს ქალაქ ბათუმში სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამინისტროს გენერალური ინსპექციების უფროსებმა, მინისტრის მოადგილეებმა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის წარდგენა
თარიღი:
15-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 15 ივნისს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გიორგი ობგაიძე წარუდგინა.
სახაზინო ვალდებულებების №22 აუქციონის შედეგები
თარიღი:
09-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 9 ივნისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №22 აუქციონი.
სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია
თარიღი:
09-ივნისი-2010
9 ივნისს, სასტუმრო Cortyard Marriott-ში გაიმართა სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ.
საგამოძიებო სამსახურმა დიდი რაოდენობით კონტრაბანდული ოქროული აღმოაჩინა
თარიღი:
08-ივნისი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად დიდი ოდენობით ძვირფასეულობის შემოტანის ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე ცოვინარ დალაქიანი
საგრანტო შეთანხმება ჩინეთის მთავრობასთან
თარიღი:
04-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 4 ივნისს, ფინანსთა სამინისტროში ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ფუ ძინგმა და ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ,” რომელიც ითვალისწინებს გრანტის სახით საქართველოს მთავრობისთვის 20 მლნ ჩინური იუანის გამოყოფას.
გრძელდება ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტის საჯარო განხილვა
თარიღი:
04-ივნისი-2010
ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტი მიმდინარე წლის 4 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საქართველოში მოქმედ უცხოურ ბიზნესგაერთიანებებს და მათ ქართველ კოლეგებს გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის სავაჭრო პალატის, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის ბიზნეს-საბჭოებისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.
საგამოძიებო სამსახურმა დიპლომის გამყალბებლები დააკავა
თარიღი:
03-ივნისი-2010
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ლაგოდეხის დამოუკიდებელი სამედიცინო სასწავლებლის შპს „კვალის“ დირექტორი თამარ ჯაჯანიძე და საქმის მწარმოებელი და მოლარე დალი რაზმაძე
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ბიზნესასოციაციის წევრებთან
თარიღი:
02-ივნისი-2010
საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მიმდინარე წლის 2 ივნისს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს გააცნო. როგორც მინისტრმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები ბიზნესსექტორისთვის ბევრ პრივილეგიასა და საგადასახადო ვალდებულების შემსუბუქებას ითვალისწინებს. „ახალი კანონმდებლობის მიზანია, მეტი სიმარტივის, თავისუფლებისა და სანდოობის შეთავაზება ბიზნესსაზოგადოებისათვის,” - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.
სახაზინო ვალდებულებების №21 აუქციონის შედეგები
თარიღი:
02-ივნისი-2010
მიმდინარე წლის 2 ივნისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №21 აუქციონი.
საგამოძიებო სამსახურმა 500 000 ლარზე გამოწერილი ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩინა
თარიღი:
02-ივნისი-2010
განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხაზე გამოწერილი ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქ. თბილისში მცხოვრებლები: მამუკა გუტაშვილი და ინდივიდუალური მეწარმე დავით გობეჯიშვილი დააკავეს
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან
თარიღი:
01-ივნისი-2010
ფინანსთა სამინისტრომ ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 1 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა არასამთავრობო სექტორთან.