|
|
სახაზინო ვალდებულებების N20 და N21 აუქციონების შედეგები
თარიღი:
18-ნოემბერი-2009
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ორი აუქციონი.
№20 აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 175 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნამ შეადგინა 25 500 000 ლარი. მიღებული იქნა 12 განაცხადი, დაკმაყოფილდა 6.
აქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებული განაცხადმა 4.75 %, მაქსიმალურმა - 4.95%, ხოლო საშუალო შეწონილმა 4.907% შეადგინა.
№21 აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 350 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა.
სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნამ შეადგინა 23 000 000 ლარი. მიღებული იქნა 7 განაცხადი, დაკმაყოფილდა 2.
აქციონის შედეგით დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებულმა განაცხადმა 8.45 %, მაქსიმალურმა - 8.45%, საშუალო შეწონილმაც 8.450% შეადგინა.
სახაზინო ვალდებულებების ოცდამეორე აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 25 ნოემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.
|
|