იაპონურმა მხარემ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობისა და ამბოლატორიული მომსახურებისთვის საჭირო აპარატურისთვის გრანტის სახით 5 მლნ აშშ დოლარი გამოუყო



2014 წლის 18 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლით დასადებ შეთანხმებას 500 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე.
 
აღნიშნულ ნოტებს და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.
 
არასაპროექტო გრანტი გამოყენებული იქნება  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, საგრანტო დახმარების ფარგლებში, იგეგმება როგორც კვლევის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის, ასევე ამბულატორიული მომსახურების მიზნით გამოსაყენებელი აღჭურვილობის შეძენა.
 
„მსურს მადლობა გადავუხადო იაპონიის ელჩს, იაპონიის მთავრობასა და იაპონელ ხალხს იმ მუდმივი ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ. ვფიქრობ, რომ ეფექტიანად გამოვიყენებთ აღნიშნულ გრანტს. მოხდება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენა და იმედი მაქვს, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ისარგებლებს იაპონელი ხალხის მხარდაჭერით,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 
 
,,საქართველო და იაპონია მეგობარი ქვეყნებია. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს.  მიმდინარე წელს ეს მეორე საგრანტო პროექტია. პირველი შეთანხმება იანვარში გავაფორმეთ გარემოს დაცვით სფეროში 2 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. ამჟამად, თანხა მოხმარდება სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას, ჯანდაცვას და მოსახლეობის კეთილდღეობას.  ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსა და იაპონიის შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზაზე, - აღნიშნა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.
 
„შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ რეგიონების მიხედვით უკვე გააკეთა ანალიზი რა სახის აპარატურაა საჭირო როგორც დიაგნოსტიკური, ისე სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისთვის. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფი დამატებით იმუშავებს იმაზე, თუ როგორ გადანაწილდება აღჭურვილობა რეგიონების მიხედვით. ეს მნიშვნელოვანი, საჭიროებებზე ორიენტირებული კიდევ ერთი დახმარებაა, რისთვისაც მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ.
 
აღნიშნული გრანტი იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში  რიგით მერვე დახმარებაა. იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1997 წლიდან დღემდე საქართველომ მიიღო დაახლოებით 4 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.
 
 
 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

02მაისი დღე თვე წელი
2024 01.05 01.05 01.01
  01.05 01.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 046.52 046.5 1 577.3
შემოსულობები : 86.1
86.18 431.9
მ.შ გადასახადები :65.7
65.76 939.4
გადასახდელები : 277.8277.8
8 154.5
ნაშთი ბოლოს : 1 854.8 1 854.81 854.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა