საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგზე“ იმყოფება



ამ წუთებში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლდა „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირება.

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე.

უსაფრთხოების მიზნით, საბაჟო-გამშვები პუნქტი დროებით, დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე იმუშავებს.

როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ჩაკეტილი საავტომობილო გზისა და საბაჟოს გახსნა დღეს დღის 12 საათიდან უნდა მომხდარიყო, თუმცა, სამწუხაროდ, 30 აგვისტოს გამთენიისას, კვლავ ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.

მოხდა მცირე ჩამოშლები და თერგის ადიდებამ კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები. დარიალის ხეობაში მყისიერად იქნა მობილიზებული ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ტერიტორიაზე გზის გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობდა.

შედარებით რთული ვითარება იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩრდილოეთით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც ადიდებული იყო მდინარე და გზის მონაკვეთზე გადმოვიდა ქვა-ღორღი.

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თერგის კალაპოტში დაბრუნება დროულად მოხდა.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19სექტემბერი დღე თვე წელი
2024 18.09 01.09 01.01
  18.09 18.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 471.21 985.4 1 577.3
შემოსულობები : 47.3
1 535.018 215.4
მ.შ გადასახადები :41.3
1 430.814 514.5
გადასახდელები : 95.11 096.9
17 369.3
ნაშთი ბოლოს : 2 423.5 2 423.52 423.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა