საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (FATCA) აქტს მოაწერა ხელი



მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც პარტნიორ ქვეყანას - აშშ-ს მისი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, მიაწვდის ფინანსურ ინფორმაციას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

შეერთებული შტატების მიერ მიღებული აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (Foreign Account Tax Compliance Act) ე.წ. FATCA ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს, რომელიც სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ტოვებს საქართველოს, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი ამ პერიოდის განმავლობაში უწევდა ჩვენს ქვეყანას და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.


 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა