ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სარეიტინგო კომპანია FitchRatings-ის წარმომადგენლებს შეხვდა



მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings”-ის წარმომადგენლებს ალექს მასქითელის (Alex Muscatelli) და საგრიკა ჩანდრას (Sagrika Chandra) შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და შექმნილი მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები, მთავრობის მიერ საგადასახადო და საბაჟო სფეროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები, საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და მომავალში გაუმჯობესდეს ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს.

ამჟამად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FitchRatings-ის რეიტინგში საქართველოს BB - Stable აქვს მინიჭებული.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 8მაისი დღე თვე წელი
2025 07.05 01.05 01.01
  07.05 07.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 345.21 619.3 1 386.2
შემოსულობები : 51.8
357.09 049.0
მ.შ გადასახადები :41.1
325.87 416.7
გადასახდელები : 33.1612.5
9 071.4
ნაშთი ბოლოს : 1 363.8 1 363.81 363.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა