პარლამენტმა შეერთებულ შტატებთან უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (FATCA) აქტის შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმება დაამტკიცა



2015 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის ივლისში მოეწერა.

საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც პარტნიორ ქვეყანას (აშშ) მიაწვდიან ფინანსურ ინფორმაციას შეთანხმებით განსაზღვრული „ამერიკის შეერთებული შტატების პირების“ შესახებ გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტების აღმოფხვრის მიზნით. 

FATCA-ს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების უკეთ კოორდინირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებს შუამდგომლობას საფინანსო ინსტიტუტებსა და ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს შორის.

ინფორმაცია ქვეყნების შესახებ, რომლებსაც გაფორმებული აქვთ შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://www.treasury.gov/resource-center/tax-policy/treaties/Pages/FATCA-Archive.aspx


ასევე დამატებითი ინფორმაცია FATCA-სთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე:

 http://mof.ge/4887

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

02მაისი დღე თვე წელი
2024 01.05 01.05 01.01
  01.05 01.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 046.52 046.5 1 577.3
შემოსულობები : 86.1
86.18 431.9
მ.შ გადასახადები :65.7
65.76 939.4
გადასახდელები : 277.8277.8
8 154.5
ნაშთი ბოლოს : 1 854.8 1 854.81 854.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა