ბათუმში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება



მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის მე-4 ფაზა“ სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმდა.

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ლარს ოერმანმა.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აჭარაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2006 წლიდან მიმდინარე წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას. აღნიშნული პროექტი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური თანამშრომლობის ჭრილში ერთ-ერთი ფლაგმანური პროექტია და ითვალისწინებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების წყლისა და საკანალიზაციო ქსელის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

პროექტი ხორციელდება სამ ფაზად და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ KfW-ის მეშვეობით გამოყოფილია დაახლოებით 89 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი სესხის სახით და დაახლოებით 28 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის წილი NIF-ის მეშვეობით შეადგენს 8.5 მილიონ ევროს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გარდა ბათუმისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ასევე გათვალისწინებულ იქნა ბათუმის მიმდებარე სოფლებში (გონიოში, კვარიათში, სარფსა და ახალსოფელსა და ადლიაში) კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ამ ეტაპისათვის საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 32 მილიონი ევრო.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში. კომუნალური ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციის შემდგომ, ბათუმის, როგორც ტურისტული-საკურორტო და საინვესტიციო ქალაქის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარეობს პროექტები მათ შორის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიც არის ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა, დაცული ტერიტორიების განვითარება და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

02მაისი დღე თვე წელი
2024 01.05 01.05 01.01
  01.05 01.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 046.52 046.5 1 577.3
შემოსულობები : 86.1
86.18 431.9
მ.შ გადასახადები :65.7
65.76 939.4
გადასახდელები : 277.8277.8
8 154.5
ნაშთი ბოლოს : 1 854.8 1 854.81 854.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა