ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრს შეხვდა



დღეს, ბათუმში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრს, ბიულენთ თუფენქჯის შეხვდა, რომელიც თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ, პირველი საერთაშორისო ვიზიტით სწორედ საქართველოში ჩამოვიდა.

„სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად სტუმარს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ერთად დაათვალიერეს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი, გაეცნენ საბაჟო პროცედურებს.

დღესვე გაიმართა გაფართოებული შეხვედრა ქართულ და თურქულ დელეგაციებს შორის. შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. თურქული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ და ართვინის გუბერნატორმა მეჰმეთ ალი ოზთურქიმ.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: საქართველოს და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურება, საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვა, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადების გაზრდის ხელშეწყობა და სხვა.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქ კოლეგას მიულოცა არჩევნებში მისი პარტიის „სამართლიანობის და აღორძინების“ გამარჯვება. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ორმხრივი პარტნიორობის გარდა, ორ ქვეყანას აერთიანებს ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტები, როგორებიცაა: აბრეშუმის გზის რკინიგზისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები, რომლებშიც ასევე ჩართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკა. „დადგა დრო, როცა ჩვენი ქვეყნები უნდა გასცდნენ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატს და თანამშრომლობა გაგრძელდეს სამმხრივ ფორმატში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივად, სამივე ქვეყნის ძალისხმევით. ჩვენი თვალსაწიერი უნდა მოიცავდეს მთლიანად, რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანს, სადაც შედის საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და რომლის განვითარების პერსპექტივა ასევე მოიცავს თურქმენეთს, ყაზახეთს და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

შეხვედრაზე თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრმა თურქეთის მთავრობის სახელით ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდეს. სტუმარმა ქართველი კოლეგა 26 იანვარს, საბაჟოს საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე თურქეთში მიიწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა საბაჟო სფეროში შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულ რეჟიმში გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს მომსახურების გაუმჯობესებას და ნდობის ამაღლებას ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციას შორის.

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდა. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრი უახლოეს პერიოდში უფრო ხანგრძლივი დროით შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

14მაისი დღე თვე წელი
2024 13.05 01.05 01.01
  13.05 13.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 740.02 046.5 1 577.3
შემოსულობები : 100.4
502.88 848.6
მ.შ გადასახადები :96.7
462.67 336.3
გადასახდელები : 93.0802.0
8 678.6
ნაშთი ბოლოს : 1 747.3 1 747.31 747.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა