ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სასწავლო კურსი დაიხურა



2016 წლის 2 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის „მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკა“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე.

პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ჩატარდა და მასში ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებმა.

კურსის ფარგლებში, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს, საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას და მონაწილე ქვეყნების მაგალითებს.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატი გადასცეს აკადემიის დირექტორის მოადგილემ, გიორგი რაზმაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსმა ეკონომისტმა, ფრანჩესკო ლუნამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18სექტემბერი დღე თვე წელი
2024 17.09 01.09 01.01
  17.09 17.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 386.01 985.4 1 577.3
შემოსულობები : 121.3
1 487.618 168.1
მ.შ გადასახადები :119.9
1 389.514 473.2
გადასახდელები : 36.11 001.9
17 274.2
ნაშთი ბოლოს : 2 471.2 2 471.22 471.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა