აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ბათუმის შემოვლით გზას დააფინანსებს



17 ივნისს, კორეის რესპუბლიკაში, სადაც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრა მიმდინარეობს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიმართა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა, ჯინ ლიქუინმა.

შეთანხმების თანახმად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსებისთვის 114 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

პროექტი, ერთი მხრივ, აჭარის დედაქალაქს, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს, განტვირთავს ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტისგან, მეორე მხრივ კი, ეს შესაძლებლობას მისცემს ტრანზიტით დაკავებულ კომპანიებს, გაზარდონ ტვირთბრუნვა აღნიშნული მონაკვეთის გამოყენებით.

დღესვე, ხელი მოეწერა კიდევ ერთი შეთანხმებას, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში თანამშრომლობას შეეხება. შეთანხმებას ხელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

შეთანხმებაზე ხელმოწერას დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26 ივნისი დღე თვე წელი
2017 23.06 01.06 01.01
  23.06 23.06
ნაშთი დასაწყისი : 882.9 984.7 704.1
შემოსულობები : 37.9616.8 5 084.2
მ.შ გადასახადები :35.4491.84 183.4
გადასახდელები : 110.1 790.84 977.7
ნაშთი ბოლოს : 810.7 810.7810.7

* ციფრები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2017 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა