საქართველოში პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური გაიხსნა



მიმდინარე წლის 22 ივლისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

საპარტნიორო ფონდისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ენერგეტიკის განვითარებისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ინოვაციური პროექტის განხორციელება მიულოცა.

„დარწმუნებული ვარ, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგური დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, იგი იქნება სერიოზული დასაყრდენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან მთავრობის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ახლადგახსნილი გარდაბნის თბოელექტროსადგური–ორთქლის ტურბინის შენობა, ელექტრო ქვესადგურისა და ტრანსფორმატორების ზონები და ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.

პრემიერ–მინისტრმა პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა თბოელექტროსადგურის მშენებელ კომპანიას - უმსხვილეს თურქულ კომპანია „ჩალიკ ენერჯის“. "ეს პროექტი საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის და მეგობრობის წარმატებული მაგალითია,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საპარტნიორო ფონდისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2014 წლის იანვარში დაიწყო. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიური იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

02მაისი დღე თვე წელი
2024 01.05 01.05 01.01
  01.05 01.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 046.52 046.5 1 577.3
შემოსულობები : 86.1
86.18 431.9
მ.შ გადასახადები :65.7
65.76 939.4
გადასახდელები : 277.8277.8
8 154.5
ნაშთი ბოლოს : 1 854.8 1 854.81 854.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა