საქართველომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებებს უმასპინძლა



მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს, თბილისში გაიმართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრა (Chief Negotiators’ Meeting), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 57 დამფუძნებელმა ქვეყანამ. 

შეხვედრის დროს დამფუძნებელი ქვეყნების მიერ კონსენსუსით შერჩეულ იქნა ბანკის პრეზიდენტი ძინ ლიცუნი, რომელიც გარდამავალ პერიოდში იყო ბანკის გენერალური მდივანი. დღეს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ, ბანკის პრეზიდენტმა ძინ ლიცუნმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ში იაობინმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

„ ეს გახლდათ პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც 29 ივნისს, ხელი მოეწერა ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტებს. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა ბანკის პრეზიდენტის შერჩევა. სასიამოვნოა, რომ შერჩეულ იქნა პრეზიდენტი, რომელიც მოწადინებულია, აღნიშნული ბანკი იყოს ძალიან ეფექტური ინსტიტუტი. იგი იცნობს საქართველოს და კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყნისადმი. ბანკში საქართველოს გაწევრიანება, საშუალებას გვაძლევს, რომ დამატებითი რესურსი მოვიზიდოთ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ. 

ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ში იაობინმა მადლობა გადაუხდა საქართველოს და ფინანსთა სამინისტროს შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, ბანკის პრეზიდენტის შერჩევა მოხდა სამი პრინციპის საფუძველზე, ესენია: გამჭვირვალობა, ღიაობა და დამსახურება. 

"კონსენსუსით მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ბანკის ამჟამინდელი გენერალური მდივანი ჯინ ლიქუინი მისი პრეზიდენტი გამხდარიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ბანკის ისტორიაში. ჯინ ლიქუინი აქტიურად იყო ჩართული ბანკის დაფუძნების ყველა ეტაპზე. ვიმედოვნებთ, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება, მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში, წაადგება ბანკის ფუნქციონირებას და ინვესტიციებს წევრ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში - განაცხადა ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ბანკის ახალმა პრეზიდენტმა ძინ ლიცუნმა წევრ ქვეყნებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მახარებს, რომ კვლავ მომიწია საქართველოში ჩამოსვლა. ვგრძნობ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რასაც ბანკის პრეზიდენტად შერჩევა ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბანკი წარმატებული იყოს ყველა მის წევრ ქვეყანაში. გპირდებით, რომ ბანკი იხელმძღვანელებს მხოლოდ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკითა და სტანდარტით. იმედი მაქვს, ბანკი წლის ბოლომდე დაიწყებს ფუნქციონირებას და მომავალში მიღწეული შედეგები გადამდები იქნება სხვა რეგიონებისთვისაც. ახალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აქცენტს გააკეთებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხოლო შედეგი კი იქნება რეგიონში 21-ე საუკუნეზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება,“ - განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი იხელმძღვანელებს შემდეგი პრინციპებით: ღიაობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება. 

„შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველო ჩემი გონებიდან და გულიდან ვერასდროს წაიშლება", -აღნიშნა ბანკის პრეზიდენტმა. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

17მაისი დღე თვე წელი
2024 16.05 01.05 01.01
  16.05 16.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 256.92 046.5 1 577.3
შემოსულობები : 181.0
1 316.19 662.0
მ.შ გადასახადები :131.3
1 196.78 070.5
გადასახდელები : 122.41 047.1
8 923.8
ნაშთი ბოლოს : 2 315.5 2 315.52 315.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა