ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროფესიული განვითარება

თანამშრომელთა პროფესიული განვითარება ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მუდმივად ახლდება სამართლებრივი რეგულაციები, პროცედურები, სამუშაო პროცესები, ელექტრონული ტექნოლოგიები, იცვლება ორგანიზაციის ფუნქციები და სტრუქტურა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ორგანიზაცია და თანამშრომლები მუდმივად ზრუნავდნენ ცოდნის, პროფესიული, სოციალური, ტექნიკური უნარების, კომპეტენციების განვითარებაზე. პროფესიული ცოდნისა და უნარების უწყვეტი განვითარება თანამშრომელთა მიერ მათი ფუნქცია-მოვალეობების მაღალი ხარისხით შესრულებას უკავშირდება, რაც დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო ხელს უწყობს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან, როგორებიცაა IMF, CEF, CFA, USAID, UNDP, EU, UN WOMEN, GIZ, SINGAPORE COOPERATION PROGRAM, JICA და სხვა.

2021 წელს განხორციელდა 27 პროფესიული განვითარების პროგრამა, მათ შორის, სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით 21 (მონაწილეობდა 49 თანამშრომელი), ხოლო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით 6 პროგრამა (მონაწილეობდა 6 თანამშრომელი).

2022 წელს განხორციელდა 48 პროფესიული განვითარების პროგრამა, მათ შორის, სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით 21 (მონაწილეობდა 48 თანამშრომელი), ხოლო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით 27 პროგრამა (მონაწილეობდა 34 თანამშრომელი).

2023 წელს განხორციელდა 80 პროფესიული განვითარების პროგრამა, მათ შორის, სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით 19 (მონაწილეობდა 64 თანამშრომელი), ხოლო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით 61 პროგრამა (მონაწილეობდა 89 თანამშრომელი).

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები