კონკურსები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის კანდიდატის შეფასების ეტაპი (გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან) გაიმართება 2026 წლის 4 ივნისს 15:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ.გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული, სათათბირო ოთახი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის კანდიდატის შეფასების ეტაპი (გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან) გაიმართება 2026 წლის 4 ივნისს 15:15 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ.გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული, სათათბირო ოთახი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის კანდიდატის შეფასების ეტაპი (გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან) გაიმართება 2026 წლის 4 ივნისს 15:30 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ.გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული, სათათბირო ოთახი.
მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველოს პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატის შეფასების პირველი ეტაპი (წერითი დავალება ძირითადი ეკონომიკური ცოდნის, ანალიტიკური უნარებისა და ექსელის ცოდნის დონის დადგენის მიზნით) გაიმართება 2026 წლის პირველ ივნისს, 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, ქ.თბილისი, ვ. წითლანაძის ქ. N5, მე-5 სართული, A-3 აუდიტორია.