ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციასთან

შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციასთან

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე შეხვდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას, რომელიც გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, 23-25 ივნისის პერიოდში იმყოფება თბილისში.

ვიზიტის მიზანია, ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის პრინციპების შესრულების, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობისა და თვითმმართველობის განვითარების პროცესის შეფასება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიისა და კონგრესის 426-ე რეკომენდაციის („ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია საქართველოში“) იმპლემენტაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, ფისკალური მიმართულებით.

ქართულმა მხარემ მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ფისკალური დეცენტრალიზაციის მიზნით გატარებული რეფორმების მიმართულებით, მათ შორის, 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გათანაბრებითი ტრანსფერის ჩანაცვლებას გაზიარებული დღგ-ის გადასახადით და მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების და ცენტრალური ბიუჯეტიდან კაპიტალური და სხვა ტრანსფერების განაწილების წესს. ასევე, ხაზი გაესვა საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებულ სხვა რეფორმებს, მათ შორის, ერთიანი ელექტრონული სისტემის და აღრიცხვის მნიშვნელობას, ამავდროულად მუნიციპალიტეტების ფისკალური დეცენტრალიზაციის გაძლიერებას.

მონიტორინგის ჯგუფის მიერ აღინიშნა 2018 წლის რეკომენდაციების შემდგომ მიღწეული პროგრესი.

მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობაში არიან ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელი ანდერს კნაპე, რეგიონული დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელი ურს ჟანეტი და ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, კონგრესის საკონსტიტუციო მრჩეველი, პროფესორი ტანია გროპი.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები