დაძმობილების პროექტის დახურვა



მიმდინარე წლის 27 მაისს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, ფინეთის ელჩი საქართველოში კრისტერ მიკელსონი, ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიტ ტურკი და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა აკადემიის სტრატეგიული მენეჯმენტის შესაძლებლობის გაძლიერება, მაღალი ხარისხის ტრეინინგ-პროგრამების, ასევე, პროფესიული კარიერის განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. აკადემიის ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა: ფინანსთა სამინისტროს აკადემიის 2015 – 2020 წლების სტრატეგია, ტრენინგების კატალოგი და კალენდარი, ელექტრონული სწავლების სისტემა და ელექტრონული კურსები, სამუშაოს შეფასების სისტემა, ხარისხის მართვის გზამკვლევი და გადამზადნენ ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტები.

პროექტი გახორციელდა ფინეთის და ესტონეთის კონსორციუმების - ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი (HAUS) და ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებების აკადემიის საჯარო სამსახურის განვითარებისა და ტრენინგების ცენტრის (ATAK) მიერ.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) წარმოადგენს ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტს, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციებსა და ბენეფიციარი ქვეყნის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას გულისხმობს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

17მაისი დღე თვე წელი
2024 16.05 01.05 01.01
  16.05 16.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 256.92 046.5 1 577.3
შემოსულობები : 181.0
1 316.19 662.0
მ.შ გადასახადები :131.3
1 196.78 070.5
გადასახდელები : 122.41 047.1
8 923.8
ნაშთი ბოლოს : 2 315.5 2 315.52 315.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა