ახალი საბაჟო კოდექსი

 

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა ახალი საბაჟო კოდექსი. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

ახალი საბაჟო კანონმდებლობა, რომელიც ძალაში შევა 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

ახალი საბაჟო კოდექსით გამარტივებულია საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შექმნილია ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.

ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:

• შემოსულია მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
• შექმნილია გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
• საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
• შესაძლებელია გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
• შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;

ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნებულია ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში“ და „საზღვარზე“ არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანი სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პირველი პრეზენტაცია გასული წლის სექტემბერში გაიმართა. ამ პერიოდიდან დღემდე ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვის მიზნით, დოკუმენტი საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებული იყო როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდებზე. პარლამენტში განხილვამდე ფინანსთა სამინისტრომ დოკუმენტის გარშემო წარმოდგენილი შენიშვნები და წინადადებები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად განიხილა.


იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/document/view/4598501?publication=0



 

<ოქტომბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა