საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები



2022 წლის 4 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N2 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 112 000 000 ლარი.

დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.920%, მაქსიმალური 9.950%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.928%.