შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან



ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს შეხვდნენ.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ბანკის მმართველი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, მატეო პატრონე, საქართველოს წარმომადგენელი ბანკის დირექტორთა საბჭოში კლარა კლორი, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

შეხვედრა მაროკოში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე.

მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.

ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბანკი უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  08ივლისი დღე თვე წელი
2025 07.07 01.07 01.01
  07.07 07.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 720.11 984.7 1 386.2
შემოსულობები : 84.4
466.013 806.9
მ.შ გადასახადები :79.4
285.910 820.3
გადასახდელები : 79.1725.3
13 467.6
ნაშთი ბოლოს : 1 725.4 1 725.41 725.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა