ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა



ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს, დეივიდ კავენას, ერნესტო ბრაამს და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა და სხვა.

საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ADB-ის მიერ გამოყოფილი დროული ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად რეგიონში და მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერება კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და სხვა. სტრუქტურული რეფორმების კუთხით - კაპიტალის ბაზრის განვითარება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კერძო სექტორის მხარდაჭერა, საჯარო ფინანსების მართვა.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აგვისტო დღე თვე წელი
2022 17.08 01.08 01.01
  17.08 17.08
ნაშთი დასაწყისი : 1 427.61 070.1 881.4
შემოსულობები : 54.11 148.511  803.3
მ.შ გადასახადები :44.0959.28 861.2
გადასახდელები : 89.6826.611 292.7
ნაშთი ბოლოს : 1 392.1 1 392.11 392.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აგვისტო>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2022 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა