ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა



საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც რეფორმების განხორციელების, ისე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიმართულებით.

მისი თქმით, პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ გამოყოფა, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა უფრო აქტიურად წარმართულიყო ვაქცინაციის პროცესი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, მიმდინარე წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო 5 წლის განმავლობაში 330 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროგრამები.

დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

07დეკემბერი დღე თვე წელი
2022 06.12 01.12 01.01
  06.12 06.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 319.31 377.7 881.4
შემოსულობები : 53.9298.517 730.8
მ.შ გადასახადები :52.3248.913 462.0
გადასახდელები : 85.8388.717 324.7
ნაშთი ბოლოს : 1 287.5 1 287.51 287.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2022 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა