გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ, რომელიც მოხმარდება კოვიდპანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი აღნიშნული გრანტი დაემატება გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი სესხისგან.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 2020-2021 წლებში საქართველოს ჯამში, დაახლოებით, 203,8 მილიონი ევრო გამოუყო.

აღნიშნული შეთანხმებები, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  03ივლისი დღე თვე წელი
2025 02.07 01.07 01.01
  02.07 02.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 883.61 984.7 1 386.2
შემოსულობები : 32.2
105.413 446.2
მ.შ გადასახადები :27.2
87.310 621.7
გადასახდელები : 24.4198.8
12 941.0
ნაშთი ბოლოს : 1 891.3 1 891.31 891.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა